პროექტი: ,,ჩვენ და გარემო“
პროექტის ხელმძღვანელი: ქ.გორის მე-11 საჯარო სკოლის IVკლ. მასწავლებელი ნინო
ადუაშვილი
პროექტის სახლწოდება: ,,ჩვენ და გარემო“
მოსწავლეთა რაოდენობა:----20
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა მოიძიონ და შეკრიბონ ინფორმაციბი
გალაქტიკის შესახებ. მოსწავლეები
გაიხსენებენ I-II-III-IVკლასებში
შესწავლილ მასალას ქართულ ენაში, ბუნებაში, ხელოვნებაში და გასცემენ პასუხს კითხვებს, რომლებიც მათ
აინტერესებთ.
3. პროექტის აქტუალობა:
·
მოსწავლეებს ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია გარემოზე.
·
მოიძიონ ინფორმაცია პლანეტებზე.
·
ყურადღება გამახვილდება
დედამიწაზე სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
·
დედამიწა როგორც მე-3 პლანეტა,
მოძრავი ორბიტის გარშემო და მისი თანამგზავრი.
·
მოიძიონ ინფორმაცია თუ როგორ გაჩნდა დედამიწა, მთვარე. მზე. როგორ ჩნდებიან ვარსკვლავები.
·
მოიძიონ ინფორმაცია თუ
რატომ არის დედამიწაზე სიცოცხლე.
·
რატომ არის წელიწადის ოთხი
დრო, დღე და ღამე.
·
ატმოსფერო და მისი მნიშვნელობა.
·
ამინდი დედამიწაზე. მეტეოროლოგების
და ხალხური დაკვირვებანი ამინდზე.
·
ფრაზები: ,,გლობალური დათბობა“,
,,კლიმატის ცვლილება“, ,,სათბურის ეფექტი“,
,, გარემოს დაბინძურების ‘’ განხილვა.
·
ტყე და მისი
მნიშვნელობა.
·
ადამიანის როლი გარემოს
დაბინძურებაში.
·
მოსწავლეებმა იცოდნენ ინფორმაცია
დედამიწაზე, გალაქტიკაზე და გარე სამყაროზე.
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი
·
მოსწავლეებმა
შეძლონ კვლევის საშუალებების გამოყენება. უფროსებისგან ინტერვიუების აღება, ენციკლოპედიებით,
წიგნებით, ინტერნეტით საჭირო ინფორმაციის
მოძიება.
·
შეძლონ
მარტივი სამუშაოების შესრულება: დახატვა, ცდის ჩატარება.
·
სხვა
მოსწავლეებთან დისკუსიებში ჩართვა, იდეების გაზიარება და დასაბუთება.
·
მოსწავლეებმა
იცოდნენ ინფორმაცია დედამიწაზე, გალაქტიკაზე
და გარე სამყაროზე.
·
მშობელთა
ჩართულობა.
მ ი ზ ნ ე ბ ი :
·
ინფორმაციის
მოძიების უნარ-ჩვევების განვითარება.
·
მოძიებული
ინფორმაციის გაზიარება და ფორმატზე სურათების გადმოტანა, საუბარი ნახატების ირგვლივ.
·
გაიგონ
და გაიაზრონ იმაზე მეტი ვიდრე
სახელმძღვანელოშია, გარემოს დაბინძურებაზე
და მის შედეგებზე.
·
შეძლონ
ცდის ჩატარება და საუბარი მის
ირგვლივ.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
რას
მოველი ჩემი მოსწავლეებისგან ( პროექტის
მიზანი)
·
პროექტი
დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის გზით.
·
თანამშრომლობა,
პასუხისმგებლობა და მოძიებული ინფორმაციის
გაზიარება მუშაობის პროცესში.
·
სირთულეების
დაძლევა და გადაწყვეტილებების მიღება.
·
კომპლექსის
დაძლევა აუდიტორიის წარდგენის დროს.
·
შეძლოს
საკუთარი ცოდნის რეალიზება, დასაბუთება, თვით
შეფასება და სხვისი შეფასება.
·
საინფორმაციო
ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება მოძიებული მასალის დამუშავება და შენახვა გამოქვეყნებისათვის.
5. მოსწავლეთა ასაკი: 10 წელი;
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 3
კვირა; 9.04—27.04. 2018წ.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები:
მოსწავლეები გაიგებენ ჩვენი ულამაზესი პლანეტის ,, დედამიწის“ წამოშობის ვერსიებს, გაიხსენებენ ძველი
ადამიანების წარმოდგენებს დედამიწის შესახებ. გააკეთებენ ჩანაწერს, ნახატებს. გამოაქვეყნებენ ფოტომასალებს და
ინფორმაციებს ბლოგზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი
რესურსები:
ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი, სხვადასხვა
გამომცემლობის ენციკლოპედიები. ნახატებისთვის
ფორმატი, ფანქრები,გლობუსი, გუაში .ცდისთვი წყალი, სარკე, ჭურჭელი. ირაკლი
მაჭარაშვილის და ნიკა ბახიას
წიგნი ,,ჩვენ და
გარემო“
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები):
1 .
პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა.
2. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების
გადანაწილება.
3 . კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში
შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა.
4 . ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული
დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა,
საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი (მაგ. ინტერნეტის საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით).
5. მოძიებული მასალის დახარისხება.
6. საბოოლოო შეჯერება და აუდიტორიისათვის
წარდგენა.
თითოეული ჯგუფი წარადგენს მათ მიერ მოძიებულ
მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით, აგრეთვე
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მოძიებულ
ფოტო, აუდიო და სხვა მასალებს.
7. შეფასება მოხდება ჯგუფურად იმის მიხედვით, თუ
როგორი იყო მუშაობის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა
და მშობლების წვლილი.
8.
განმავითარებელი შეფასება
რომლის კრიტერიუმებია: რჩევა, დარიგება,
სწავლება, მიბაძვა, შექება,
სიტყვიერი კომენტარები.
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან მისაღწევი შედეგები:
·
ქართ.
IV-1 მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობაში ამზადებს საკუთარი სურვილით შერჩეულ ტექსტს.
·
ბუნება IV-8 მოსწავლე მსჯელობს დედამიწის ფორმის შესახებ,
ადარებს სხვადასხვა ხალხის ადრინდელ შეხედულებებს.
·
მოსწავლე
აღწერს გარემოში ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეულ
ცვლილებებს. ასახელებს თუ რა იწვევს გარემოს დაბინძურებას.
·
ხელოვ.IV-1 იყენებს სხვადასხვა
ტიპის შტრიხებს და ხაზებს.
·
IV-3 მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის კავშირს და ასახავს ნამუშევარში.
·
IV-5
მოსწავლე გეგმავს და ასრულებს სხვადასხვა სახის სამუშაოებს
·
აფორმებს
საკლასო ოთახს ღონისძიებისთვის.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ადუაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ninoaduashvili1@gmail. com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი
14. ვიდეორგოლი:
პ რ
ე ზ ე
ნ ა ც
ი ა
სასწავლო პროცესი რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა
პროექტი თემაზე ,,ჩვენ და გარემო“ თემის ირგვლივ ბავშვები ხშირად სვამენ კითხვებს.
პროექტის თემა არჩევით
მოხდა, უმრავლესობის
ხმით. პროექტით სწავლებამ აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია და
გაზარდა პასუხიმგებლობა. მათ ხალისით გადაინაწილეს თემები, თუ ვინ რაზე მოიძიებდა
მასალას, მოამზადებდა და გასცემდა დასმულ
კითხვებს პასუხს. მოძიებული მასალის ირგვლივ უნდა დაეხატათ.
პროექტზე მუშაობისას ჩემი
მიზანი იყო: განვითარებოდათ გაკვეთილზე მიღებული
ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ- ჩვევები. პროექტზე მუშაობისას აღმოჩნდა რომ ჩვენს წინაშე სრულიად
ახალი ამოცანები
დადგა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდა ტრადიციული გაკვეთილისგან, ვინაიდან პროექტით
სწავლება გულისხმობს სკოლის გარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო
პროცესში.. ამ
პროექტის მიმდინარეობისას
მხოლოდ კოსულტანტის როლს ვასრულებდი,
ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს მიმართულებას ვაძლევდი. ასევე ვუთითებდი საინფორმაციო წყაროებს.
სამუშაოს დაწყებისას შევათანხმეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმები ; წინასწარ გავაცანი პროექტ
-გაკვეთილის მიზანი,
აქტივობები, მუშაობის პირობები. სავარაუდოდ შეფასების კრიტერიუმები და შედეგები. გადაწყდა, რომ დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი
შეფასებისას იქნება:
·
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
·
პრეზენტაციის უნარი;
·
მსჯელობა;
·
ცდის ჩატარება
·
მშობელთა ჩართულობა
მოსწავლეებმა
კარგად გაართვეს თავი სამუშაოს, აქტიური იყო მშობელთა ჩართულობა. ჩვენი
თვითმიზანი
არ
ყოფილა დაწვრილებითი და
ამომწურავი ინფორმაციის
შეგროვება.
დასახულ მიზანს კი, ჩემი აზრით, მივაღწიეთ და ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებსაც ბავშვები გაკვეთილზე იღებენ, პრაკტიკულად გამოიყენეს და განიმტკიცეს .გაიგეს
იმაზე მეტი რაც მათ წიგნებიდან იცოდნენ. პროექტზე მუშაობა დააგვირგვინეს კედლის გაზეთით,
სურათების გადაღებით და poierpoven-ის პრეზენტაციით.
Комментариев нет:
Отправить комментарий